"ოცნების" მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება ნაკლებად მოსალოდნელია - ნიკა მელიას ადვოკატი

08.04.21 13:36
"ოცნების" მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება ნაკლებად მოსალოდნელია - ნიკა მელიას ადვოკატი

„ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება ნაკლებად მოსალოდნელია, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დიმიტრი საძაგლიშვილს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ოპოზიციონერი ლიდერის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს. 

სამწუხაროდ, არანაირი ინდიკაცია, ან რაღაც წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ ველოდოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მიღებას და ნიკა მელიას პოლიტიკური და უკანონო პატიმრობის დასრულებას, - ამბობს საძაგლიშვილი.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას არა თუ გირაო, არამედ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეეფარდოს.   

პროკურატურა აცხადებს ძალიან მარტივად, საზოგადოებისთვის გასაგებად, რომ თუკი ექნება ნიკა მელიას სურვილი, ისინი თანახმანი არიან, რომ ნიკა მელიას იმყოფებოდეს გირაოს ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო. ჩვენი პოზიციაა, რომ ნიკა მელიას არა თუ გირაო, არავითარი აღკვეთის ღონიძიება არ უნდა შეეფარდოს და იგი უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს კოდანახაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სასამართლო სხდომა გადაიდო. ამის მიზეზი მოსამართლის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.  
მორიგი სასამართლო პროცესი 13 აპრილს გაიმართება.