შტერი და მოღალატე - ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის სკანდალურ განცხადებებზე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს - ასე აფასებენ თორნიკე რიჟვაძის პოზიციებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ოპოზიციაში.
მაშინ, როცა მსოფლიოში არავინ სვამს კითხვას, ვინ დაიწყო უკრაინაში ომი, რასაც პუტინიც კი აღიარებს, კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტი, თორნიკე რიჟვაძე ,აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ეს მოღალატეობრეივი განცხადება გააკეთა. ბუნებრივია, ეს ნიშნავს მტრობას ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენთვის კი ეს ღალატია" - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მირდატ ქამადაძე, კი ამბობს, რომ "გუშინდელი განცხადების შემდეგ, რიჟვაძე შტერია".
გუშინდელმა მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება შინაურთან ყოველთვის დიდგულზეა, მაგრამ საკმარისია, მტერი შორიდან დაინახოს, რა პოზაში დგებიან და როგორ აქიცინებენ კუდს, ვნახეთ. ამის ნათელი გამოსახულება იყო გუშინ რიჟვაძე"- აღნიშნა დეპუტატმა.
"ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე "პირველებთან" ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო და უსაფრთხოების ინტერესს ეწინააღმდეგება:
სამწუხარო მოვლენაა, რომ რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა და პარალელურ რეჟიმში ის უკრანული კვლევითი ორგანიზაციის მიერ შეყვანილია პერსონა ნონ გრატად, უკრაინის ინტერესების მოწინააღმდეგედ და მტრად. ეს არს სამარცხვინო ფურცელი "ქართული ოცნებისთვის" და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში" - თქვა ოპოზიციონერმა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, თორნიკე რიჟვაძე ოკუპანტების თანამზრახველთა სიაშია - ამ სექციაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინულმა გავლენიანმა ორგანიზაციამ, "მშვიდობიმყოფელმა", შეიყვანა.
ირკვევა, რომ მიზეზი მისი განცხადება გახდა. თორნიკე რიჟვაძემ "ტვ პირველის" შეკითხვაზე: “დაიწყო თუ არა რუსეთმა ომი უკრაინაში?” უპასუხა: “ეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ”.