შეშფოთებული ვართ უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეყვეტის შეთანხმების დარღვევით - საქართველოს პარლამენტი

08.04.21 15:43
შეშფოთებული ვართ უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეყვეტის შეთანხმების დარღვევით - საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაცია ჟურნალისტებს  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, გააცნო. 

ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცვლელია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 26 მარტს განახლდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაჭრილები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ამ დრომდე დუმს.

მსგავსი სიახლეები