მუხთარლი, რომელიც გატაცებაში ივანიშვილს ადანაშაულებდა, პროკურატურაში არ გამოჰკითხეს

08.04.21 16:47
მუხთარლი, რომელიც გატაცებაში ივანიშვილს ადანაშაულებდა, პროკურატურაში არ გამოჰკითხეს

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც მის გატაცებაში ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების მაშინდელ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდა, პროკურატურამ არ გამოჰკითხა. 

მეტიც, ​მუხთარლის პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს. ჟურნალისტმა უწყებაში თითქმის 5 საათი გაატარა. მუხთარლის მტკიცებით, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ადგილზე აზერბაიჯანული ენის სპეციალისტი მიიყვანეს, რომელიც მის სიტყვებს არასწორად თარგმნიდა. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დღეს საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენება უნდა მიეცა.  მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუკვეთა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, საქმის კურსში იყვნენ.

მსგავსი სიახლეები