ხმაურიანი წასვლების ახალი სერია "ოცნებაში" - გოჩა მეშველიანმა პოსტი დატოვა

08.04.21 17:39
ხმაურიანი წასვლების ახალი სერია "ოცნებაში" - გოჩა მეშველიანმა პოსტი დატოვა

ხმაურინია წასვლების ახალი სერია მმართველ გუნდში  - გოჩა მეშველიანმა ბოლნისის „ქართული ოცნების“ შტაბის ზონის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამავე პოსტის კომენტარში მეშველიანი წასვლის მიზეზებს განმარტავს და წერს, რომ საქმე კორუფციას ეხება. მისი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები ასი ათასობით ლარს იჯიბავენ.

ვტოვებ ბოლნისის „ქართული ოცნების“ შტაბის ზონის ხელმძღვანელის პოზიციას და ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციასთან. პრეტენზიები უკავშირდება მხოლოდ ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციას, - წერს მეშველიანი საკუთარ “Facebook” გვერდზე. 

გოჩა მეშველიანმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დრო სჭირდება და როგორც კი ამისათვის მზად იქნება, განმარტებებს გააკეთებს. 

გასაგებია, აუციელებლად  ტვ პირველთან როგორც კი ვიქნები მზად, ინტერვიუსაც შევძლებ ამ მიზეზებთან დაკავშირებით. რაღაც დრო მჭირდება ამისათვის, -  ამბობს მეშველიანი. 

გოჩა მეშველიანის ეს ნაბიჯი ბოლნისელებში ეჭვებს ბადებს. ისინი ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს დიდი თამაში ნაწილია. ადგილობრივების თქმით, გოგი მეშველიანი საკუთარი ძმის, გოგი მეშველიანის, მეშვეობით მისთვის არასასურველი პირების მოშორებას ცდილობს.  მეორე ვერსიის თანახმად, მეშველიანს ძმასთან კონფლიქტი აქვს, რადგან სკამს ვერ იყოფენ. 

მეშველიანის ამ ნაბიჯით დაბნეულია ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ძმებს ბოლნისის მერის თანამდებობიდან გადაყენება სურდეთ. 

გოჩა მეშველიანი მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშელიანის ძმაა. ის ყველა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. ასევე მის სახელს უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაჭრისა და ბოლნისში სროლის ფაქტები.
 

მსგავსი სიახლეები