დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ერმა 9 აპრილს აჩვენა - გიორგი გახარია

09.04.21 10:18
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ერმა 9 აპრილს აჩვენა - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს განცხადებით ეხმაურება. 

მისი თქმით, "დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა"

უკვე 32 წელია, ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილითა და სიამაყით გვავსებს.

გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.

გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.

დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა"- წერს გახარია.

მსგავსი სიახლეები