ე.წ. ძველი ბიჭები და საჯარო მოხელეები - რეგიონებში "უცნობის" აქციისთვის მობილიზაცია დაიწყო

09.04.21 11:20
ე.წ. ძველი ბიჭები და საჯარო მოხელეები - რეგიონებში "უცნობის" აქციისთვის მობილიზაცია დაიწყო

ე.წ. ძველი ბიჭები, საჯარო მოხელეები და აიპის თანამშრომლები - გია გაჩეჩილაძის [უცნობი] აქციისთვის მუნიციპალიტეტებიდან ხალხის მობილიზაცია დილიდან შეინიშნება. 

"ტვ. პირველის" კამერამ კასპის ცენტრში 10-მდე მიკროავტობუსი დააფიქსირა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხალხის მობილიზაციას ხელისუფლება ახდენს და აქციაზე წამოსულებსაც სწორედ ისინი უხდიან ფულს. 

"ტვ. პირველის" მიერ ჩაწერილი ადამიანები ამბობენ, რომ  გია გაჩეჩილაძის აქციაზე "პატრირქის მხარდამჭერ აქციაზე მიდიან". 

"პატრიარქს ვაძლევთ "პადძერშკას" კაი ბიჭები" - აცხადებს ერთ-ერთი პირი.