თუ ისინი გვემახსოვრებიან, ვინც თავი გაწირა, შეგვიძლია, გვქონდეს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი - დეგნანი

09.04.21 12:43
თუ  ისინი გვემახსოვრებიან, ვინც თავი გაწირა, შეგვიძლია, გვქონდეს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი -  დეგნანი

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, 9 აპრილის ტრაგედიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რაც 1989 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა, იყო  ,,სიმამაცე, თავგანწირვა და თავისუფლებისთვის თავის მიძღვნა".

ბერლინის კედლის დანგრევიდან მსოფლიო უყურებდა, როგორ გმირულად იდგნენ ადამიანები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. აქ, საქართველოში 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უკანასკნელი ფასი გადაიხადა, მაშინ, როცა საბჭოთა ჯარმა უფრო მეტს მიაყენა დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისუფლებისთვის მშვიდობიან მარშს მართავდნენ. თუ ჩვენ ისინი გვემახსოვრებიან, ვინც თავი გაწირა, შეგვიძლია გვქონდეს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი. 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი იყო  სიმამაცე, თავგანწირვა და თავისუფლებისთვის თავის მიძღვნა — განაცხადა დეგნანმა.