რეგულაციები ყველგან ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, წირვაზე თუ პოზნერის ნადიმზე - პრეზიდენტი

09.04.21 12:51
რეგულაციები ყველგან ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, წირვაზე თუ პოზნერის ნადიმზე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების საკითხზე საუბრისას პარლამენტის ტრიბუნიდან რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის, საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, რეგულაციები ყველგან ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს.

ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან: ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე, თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე, თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში და დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე, თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის. თითოეული მოქალაქის შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი"- თქვა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.