ეს არის დაპირისპირება "ქართული ოცნების" და ხალხის - დიმიტრი შაშკინი

02.03.21 11:23
 ეს არის დაპირისპირება "ქართული ოცნების" და ხალხის -  დიმიტრი შაშკინი

 ეს არის დაპირისპირება "ქართული ოცნების" და ხალხის - ამბობს დიმიტრი შაშკინი, რომელიც  პარლამენტის პიკეტს შეუერთდა. 

"ხელისუფლებას მოუწევს შესრულება იმისა რაც უნდა ხალხს იმიტომ რომ სიმართლე არის ხალხის მხარეს, პარტიები ოპოზიცია ასრულებს ხალხის ნებას. ეს არ არის დაპირისპირება ოპოზიციის და ხელისუფლების, ეს არის დაპირისპირება "ქართული ოცნების" და ხალხის"- თქვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი დილის 9 საათზე დაიწყო. პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.