ვაპროტესტებთ ქვეყანაში ბოლშევიკების არსებობას - პარლამენტის პიკეტირება გრძელდება

02.03.21 11:33
ვაპროტესტებთ ქვეყანაში ბოლშევიკების არსებობას - პარლამენტის პიკეტირება გრძელდება

პარლამენტის  შენობის  პიკეტირება გრძელდება. საკანონდმებლო ორგანოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. ადგილზე სიტუაცია მხოლოდ ერთხელ დაიძაბა, როდესაც აქტივისტები საფეხმავლო ბილიკიდან გადასვლას და გზის გადაკეტვას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„სანამ შედეგები არ არის, მშვიდობიანი აქციები ყოველთვის არის ლეგიოტიმური და საჭირო ნაბიჯი და თქვენ ხედავთ, რომ მშვიდობიანია ეს აქცია, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

 

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, ლევან სამუშია ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლშევიკებად მოიხსენიებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ რუსული რელსებიდან დასავლურ რელსებზე გადავა.

ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყანაში ბოლშევიკების არსებობას. აი, აქ არიან ჩვეულებრივად ბოლშევიკები შეკრებილი. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ქვეყანაში არსებობენ ხელისუფლების მიმტაცებლები და ხმების ქურდები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ივანიშვილის რუსული რელსებიდან დასავლურ-ევროპული რელსებზე გადავალთ, - აცხადებს სამუშია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აქციები არ შეწყდება და დაელოდებიან რა თანხვედრ ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“.

ჩვენი დღის წესრიგი არ იცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან მოვხსნით პიკეტირებას, ან ბოიკოტს შევწყვეტთ, ან ასე შემდეგ. ვაგრძელებთ ჩვენი ხაზით. ვნახოთ, ამ კვირაში რას დავინახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან,“ - ამბობს ბაქრაძე.  

 

 

მსგავსი სიახლეები