პოლიტიკური კრიზისი და ორად გაყოფილი ,,ქართული ოცნება" - ვინ რას ფიქრობს

02.03.21 13:05
პოლიტიკური კრიზისი და ორად გაყოფილი ,,ქართული ოცნება" - ვინ რას ფიქრობს

პარტია ,,ქართული" ოცნების"  ლიდერებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხედულებები ერთმანეთს უკვე აღარ ემთხვევა. ათონელის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა, არ მისულან ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. ,, ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერი სწორედ ირაკლი კობახიძეა და მის გარეშე შეთანხმება ვერ გაფორმდება. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს მოლაპარაკებების დროს არ დაუმალავს, რომ გუნდში ოპოზიციასთან მოლაპარაკების თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

თბილისის მერი კახა კალაძე ,,ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას უარყოფს და ათონელის ქუჩაზე კობახიძე-თალაკვაძის არმისვლას შემდეგი ფაქტით ხსნის: შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ეგიდით ტარდებოდა და სხვა შეხვედრას ''ქართული ოცნების" ლიდერები აუცილებლად დაესწრებიან.

,,ქართულ ოცნებაში" იმასაც ვერ აკონკრეტებენ, რატომ არ იყო შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი.