ნიკა მელიას დაკავება ავტორიტარიზმისკენ ვარდნის მანიფესტაციაა - ფრანსის ფუკუიამა

02.03.21 15:47
ნიკა მელიას დაკავება ავტორიტარიზმისკენ ვარდნის მანიფესტაციაა - ფრანსის ფუკუიამა

ნიკა მელიას დაკავება ავტორიტარიზმისკენ ვარდნის მანიფესტაციაა - ასე აფასებს სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერი, ფრანსის ფუკუიამა,  ოპოზიციური ლიდერის დაკავებას.  ექსპერტი ამბობს, რომ ჩრდილოვანი ოლიგარქის მიერ კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების კონტროლი ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არაა, როდესაც გყავს ჩრდილოვანი ოლიგარქი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია, -აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

ფუკუიამა ყურადღებას საქართველოში რუსული გავლენების შემოსვლასა და კორუმპირებულ სასამართლო სისტემაზეც ამახვილებს.

ვფიქრობ, ამის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ, ვგულისხმობ რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთი მოტივი იყო და სასამართლო სისტემის აშკარა კორუფციას და ნეიტრალური არბიტრობის ნაცვლად მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას, - აცხადებს ფრანსის ფუკუიამა.