შეიძლება, სალობიეში იყო ისევ - ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

02.03.21 16:11
შეიძლება, სალობიეში იყო ისევ - ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილს შარლ მიშელის ინიციატივით 1 მარტს გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის არმიღების გამო აკრიტიკებს. ელისაშვილი ამბობს, რომ უხერხულია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მასპინძელი არ გხვდება. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვანი შეხევდრის დროს ისევ სალობიეში ყოფილიყო.

სადღაც სასტუმროში კი არ შევხვდით, არამედ შევხვდით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო შარლ მიშელის მხრიდან, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივედით და მასპინძელი იქ არ დაგვხდა. ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია და ძალიან გაუგებარი. აუხსნელია, რომ პრეზიდენტის სასახლეში არ გვხდება პრეზიდენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი მოხდარა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს იმ შენობაში, იყო გუშინდელი საღამო. არ ვიცი, შეიძლება, სალობიეში იყო ისევ, როგორც ხშირად ხდება-ხოლმე. არ იყო და რომ ყოფილიყო, სწორი იქნებოდა, - განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები