"გირჩი" პარლამენტში ყველაზე ბოლოს, ,,ნაციონალების" შემდეგ, შევა - იაგო ხვიჩია

02.03.21 19:31
"გირჩი" პარლამენტში ყველაზე ბოლოს, ,,ნაციონალების" შემდეგ, შევა - იაგო ხვიჩია

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ათონელის ქუჩაზე გამართულ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას აფასებს და მიიჩნევს, რომ საკითხები იქ არასწორად იყო წარმოდგენილი.

შეჩვენ არ მოგვწონს ის ექვსპუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა. ვფიქრობ, რომ თუ ხელს მოაწერს ოპოზიცია, ეს მის კაპიტულაციას ჰგავს. მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციონერებს, ნუ დაივიწყებენ პროპორციული არჩევნების საკითხს,  ნუ დახურდავდებიან პატარ-პატარა საკითხებზე და პარლამენტში ნუ შეძვრებიან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადწყვეტის გარეშე. შემოდგომაზე ვთქვი, ,,გირჩი" პარლამენტში ყველაზე ბოლოს შევა ,,ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. ვაშაძე რომ ამბობს, ორ სამ კვირაში ყველაფერი მორჩება და პარლამენტში შევალთ, ხომ გასაგებია? პროცესები ისე მიდის, ოპოზიცია მიდრეკილია შეთანხმებისკენ - აცხადებს იაგო ხვიჩია.