დევნილების აქცია კანცელარიასთან - ვითხოვთ ბინით უზრუნველყოფას

15.04.21 14:53
დევნილების აქცია კანცელარიასთან - ვითხოვთ ბინით უზრუნველყოფას

დევნილები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობაში ინსტიტუციურ რეფორმებს ითხოვდნენ - მოძრაობა “აფხაზეთისთვის” ლიდერებმა ამ მოთხოვნით კანცელარიის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

აქციის მონაწილეები დევნილთა ბინათუზრუნველყოფას ითხოვენ. 

გარდა ამისა, მოძრაობის წევრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში ახალ არჩევნებს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, საბჭოს ამჟამინდელი წევრები, ზიანს აყენებენ დევნილებს. 

სახელმწიფოს არ გააჩნია რეალისტური გეგმა, რომელიც დაეხმარება ჩვენი პრობლემების გადაჭრაში -  აცხადებენ დევნილები.