კოვიდ პანდემიისთვის აღებული თანხით ჯანდაცვის სამინისტრომ მანქანები იყიდა

03.03.21 11:33
 კოვიდ პანდემიისთვის აღებული თანხით ჯანდაცვის სამინისტრომ მანქანები იყიდა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, კოვიდ პანდემიისთვის აღებული თანხით ჯანდაცვის სამინისტრო მანქანებს ყიდულობს. თანხა, რომელიც ევროპულმა საფინანსო ინსტიტუტებმა პანდემიასთან საბრძოლველად გამოყო არამიზნობრივად გაიფლანგა.

კორუფციის ექპერტები ამბობენ, რომ დარჩენილი 52 მილიონი ევრო უფუნქციოს დევს მაშიმ როცა ჯერ ტესტირებების, შემდეგ საკმარისი საწოლების პრობლემა იდგა და ახლა ვაქცინაც კი არ გვაქვს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტიკარაძეს პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. 

"სანამ პირველი ტალღა დამთავრდებოდა, მანამდე ჩვენი მეგობარი ქვეყნები დაგვეხმარნენ და მოგვცეს 657 მილიონი ლარი, რომ სწრაფად გვემოქმედა. ამ თანხებიდან 52 მილიონი ისევ გაუხარჯავია, არ არის ათვისებული, სინამდვილეში საჭიროება დღესაც დგას. ამ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს ჯანდაცვის მინისტრმა, ტიკარაძე უნდა გადადგეს, უნდა აგონ ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა"-ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

ცნობისთვის, პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობამ ჯამში 160 მილიონ ევროზე მეტი აიღო ვალად.