ქუთაისის მერიამ პანდემიის პირობებში ქეიფებსა და სტუმრიანობაში 93 ათასი ლარი დახარჯა

03.03.21 11:50
ქუთაისის მერიამ პანდემიის პირობებში ქეიფებსა და სტუმრიანობაში 93 ათასი ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიამ პანდემიის პირობებში სტუმრების მიღებასა და საჩუქრების ყიდვაში 93 ათასი ლარი დახარჯა.  პანდემია ბარიერი არ აღმოჩნდა რესტორნებში გაშლილ სუფრებში თანხის დასახარჯად.  

ირკვევა, რომ  მაშინ, როდესაც ფრენები აკრძალული, გადაადგილდება კი შეზღუდული იყო, ადგილობრივი ჩინოვნიკები მივლინებით საფრანგეთში, ყაზახეთსა  და უკაინაში იმყოფებოდნენ. როდესაც ფრენა აიკრძალა, ტურები საქართველოში დაგეგმეს და სამივლინებო თანხა ხონში, ჭიათურასა და თერჯოლაში დახარჯეს. მხოლოდ რესტორნებში სხვადასხვა ადამიანების მასპინძლობისთვის ათასობით ლარია დახარჯული. ადგილობრივი გაზეთის ,,ქუთაისი პოსტის" მიერ ამბის გასაჯაროვებამ ოპოზიციის პროტესტი გამოწივია.

ქუთაისის მერს რომ კაი ჭამა-სმის მადა აქვს, ეგ მთელმა ქუთაისმა იცის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამას აკეთებს ბიუჯეტის ხარჯზე, როცა ქვეყანა ჩაკეტილი იყო და ხალხი შიმშილობდა, მილიონი ლარი იხარჯებოდა ამ უსაქმურების შენახვაზე-ამბობს ,,თავისუფალი საქართველოს" წევრი, გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში ხარჯებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.