პოლიციამ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავა

03.03.21 12:49
პოლიციამ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავა

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა. ჯამში დაკავებულია ოთხი პირი. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.