რა ფორმით ჩატარდება აქციები - ოპოზიცია სამთავრობო შენობების პიკეტირებაზე უარს ამბობს

03.03.21 13:11
რა ფორმით ჩატარდება აქციები - ოპოზიცია სამთავრობო შენობების პიკეტირებაზე უარს ამბობს

ოპოზიცია სამთავრობო შენობების პიკეტირებაზე უარს ამბობს და სამოქმედო სტრატეგიას ცვლის. 

 ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგშია,   თუმცა ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკებების დასრულებამდე ოპოზიცია პროტესტის სხვა ფორმას ირჩევს. ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტებისა და მხარდამჭერების უკამყოფილება მოჰყვა. თუმცა, ლიდერების პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ საბაბს,  ჩაშალონ მოლაპარაკებები. ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 1 საათში შეიკრიბებიან და მეტი დეტალი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

არ გვინდა, რომ რაიმე საბაბი მივცეთ ხელისუფლებას, ჩაშალოს მოლაპარაკებები და გამოიყენოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის აგრესიული რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცავდით წესრიგს და პოლიცია იყო ძალიან აგრესიული. ეს იქნება სახეცვლილი ფორმა - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. 

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, სად და რა ფორმით  ჩატარდება 13 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქცია.