"ნაციონალურ მოძრაობას" პრორუსული ბელადი ჰყავს - არჩილ თალაკვაძე

19.04.21 15:37
"ნაციონალურ მოძრაობას" პრორუსული ბელადი ჰყავს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმდჯომარე, არჩილ თალაკვაძე, მიხეილ სააკაშვილს პრორუს ბელადს უწოდებს. თალაკვაძე ამბობს, რომ ,,ნაცინალური მოძრაობა" სახელმწფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. 

,,ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო საქმით რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. და დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო  განცხადებაც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ეს რადიკალური ფრთა, დიდი ნაწილი, არის სახელმწიფო ინტერესების  წინააღმდეგ, საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ, სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც ჩვენ სააკაშვილის მიერ ვნახეთ,  - ამბობს თალაკვაძე.