ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

03.03.21 13:46
ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის სასამართლოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.  მიზეზად შერჩევის პროცესის დარღვევებით მიმდინარეობა სახელდება.  ე.წ. კლანი ამჯერად საკუთარი პოზიციების უფრო გამყარებას უზენაეს სასამართლოში ცდილობს და მოსამართლეთა რიგებში მხარს ისეთ კანდიდატებს უჭერენ, ვინ ე,.წ. კლანის ახლო გარემოცვის წევრია.

"არსებული სიტუაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია და ზოგადად სასამართლო სისტემაში, ეს არის კლანური მმართველობა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები რგოლია და სასამართლო სისტემის სათავეშია. რა თქმა უნდა, ეს ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფენ სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებას", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კანდიდატებს შორის არიან მოსამართლე ირაკლი შენგელიას ნათესავებიც და ის მოსამართლეებიც ვის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს.