,,ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება - ეკა ბესელია

03.03.21 15:02
,,ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება - ეკა ბესელია

,,ქართული ოცნება"  პოლიტიკურ კვლევებს ატარებს და ცდილობს, გაარკვიოს,  როდის იქნება საუკეთესო დრო ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამ ინფორმაციას ტვ პირველს  ეკა ბესელია აწვდის.  პარტია ,, სამართლიანობისთვის"ლიდერი ამტკიცებს,  რომ სახელისუფლებო გუნდმა მმართველობის დასასრული უკვე იგრძნო და ძალაუფლების შესანარჩუნებელი  გზების ძიებაშია.

 ,,ოცნებას" კარგად ესმის, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი მოცემულობაა, არა დღეს, გუშინ და გუშინწინ, არამედ ბოლო  რამდენიმე თვეა, შეიძლება, ძალიან ვიწრო ჯგუფში და ეს არ არის დიდ ფორმატში, იქ, სადაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ გარე განწყობების გაზომვის, იქედან  ხდება  შეფასება მოსალოდნელი შედეგების.  ძალოვან უწყებებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების განწყობების მოსინჯვის საშუალება. ამ ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა უკანონო მოსმენები. ზოგადად განწყობა როგორია, რამდენად რისკია ახალი არჩევნების ჩატარების, ამის გაზომვა და ამაზე ფიქრი გარკვეულ უწყებებში ხდება. ეს გარეგნული სიჯიუტე არის ფორმა, იქნებ, ამ აქციებმა ისე ჩაიაროს, რომ ,,ოცნებამ" თავი გადაირჩინოს და შეინარჩუნოს ერთპარტიული პარლამენტი -  აღნიშნავს ეკა ბესელია.

მმართველ გუნდში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და ის მხოლოდ მაშინ ჩატარდება, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და არჩევნების შედეგში თუნდაც ერთპროცენტიან ცდომილებას აღმოაჩენს.