ხელისუფლებამ დრო რომ არ გაწელოს, აქცია 20-ში გადავიტანეთ- გიგი უგულავა

03.03.21 17:22
 ხელისუფლებამ დრო რომ არ გაწელოს, აქცია 20-ში გადავიტანეთ- გიგი უგულავა

ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის  ფორმატი კი შეცვალა. რამდენიმესაათიანი თათბირის  შემდეგ  ლიდერებმა თქვეს, რომ სამთავრობო შენობების პიკეტირებას წყვეტენ  იქამდე, სანამ ხელისუფლებასთან დაწყებული  მოლაპარაკებებისთვის მიცემული ორკვირიანი ვადა არ ამოიწურება. გადადებულია  4 მარტს დაგეგმილი მთავრობის კანცელარიის პიკეტი და  13 მარტის ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქციაც.

ბრიუსელში იმართება საქართველოს ასოცირების სხდომა, სადაც პრემიერმა უნდა აჩვენოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გეგმა, შეთანხმებული ოპოზიციასთან, სწორედ ამიტომ აქცია 20-ში გადავიტანეთ, რომ ნებისმიერი საბაბით ხელისუფლებამ დრო არ გაწელოს, ჩვენ ცოცხალ ადამიანებზზე ვსაუბრობთ, რომლებიც ციხეში სხედან და არ ააყირავოს მაგიდა და მერე სულელური არგუმენტებით არ შეეცადოს ამის გაპრავებას, - ამბობს გიგი უგულავა.

იქნება შეკრება, მანიფესტაცია, იქნება კონკრეტული სახის, რომელიც გამორიცხავს  პროვოკაციულ ქმედებას პოლიციის მხრიდან, ჩვენ ორი კვირის შემდეგ დაველოდებით ხელისუფლებას, რა გზავნილით ჩავა ბრიუსელში, შეთანხმება მოხდება თუ არა, რა გზავნილიც დატოვა ბატონმა მიშელმა საქართველოში, თუ არ მოხდება ყველა პუნქტზე შეთანხმება: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ყველაზე დიდ პროტესტს - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

 

ხვალ ოპოზიციის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონიით გაემართებიან რუსთავის ციხეში, სადაც მოთავსებულია ნიკა მელია.

 

მსგავსი სიახლეები