უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე დრო არ უნდა დავკარგოთ - პრემიერი

04.03.21 11:28
უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე  დრო არ უნდა დავკარგოთ - პრემიერი

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა სხდომა იმ პრობლემების ჩამონათვალით დაიწყო, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს.

ირაკლი ღარიბაშილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა სოციალური პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და დრო უსაგნო, უშნაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაში არ უნდა დაკარგოს.

პრობლემა ჩვენი მოსახლეობის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული პრობლემები და სწორედ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა, უსაგნო, უშნაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და, ასე ვთქვათ, ჩვენს ურთიერთდაპირისპირებაზე, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები