ვიზეარი მარტის ბოლოდან ბრუნდება - თურნავა

ეკონიმიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია ვიზეარი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს. მისი თქმით, მარტის ბოლოდან ვიზეარი აბუ-დაბის მიმართულებითაც დაიწყებს ფრენებს.
ვიზეარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა, - თქვა თურნავამ.
ცნობისთვის. საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა პირველ თებერვალს მოიხსნა.