თავისუფლება ნიკა მელიას! - ოპოზიცია დღეს რუსთავის ციხემდე აქცია-მსვლელობას მოაწყობს

04.03.21 12:39
თავისუფლება ნიკა მელიას! - ოპოზიცია დღეს რუსთავის ციხემდე აქცია-მსვლელობას მოაწყობს

თავისუფლება ნიკა მელიას! - ოპოზიციური სპექტრი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე  დღეს აქცია-მსვლელობას გამართავს. აქციის მონაწილეები ადგილზე დროშებს და ბანერებს მიიტანენ წარწერით „ თავისუფლება ნიკა მელიას!“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ სწორედ რუსთვის მე-12 საპყრობილეში ჰყავს დატყვევებული ხელისუფლებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები და მნიშვნელოვანია, მათ ჩვენი ხმა გავიგონოთ.

 

კირკიტაძე ყველა მოხალისეს აქცია-მსვლელობაშ მონაწილეობისკენ  მოუწოდებს.

1 საათზე ვარდების მოედნიდან დაიძვრება კოლონა რუსთავისკენ. რუსთავის მე-12 საპყრობილე დღეს ქცეულია თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ე.წ. ბასტიონად, სადაც ხელისუფლებას ჰყავს დატყვევებული ეს ადამიანები და ჩვენ ყველამ , ვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება და უკეთესი მომავალი გვსურს, უნდა ჩავიდეთ და ამ ადამიანებს და პირველ რიგში, ნიკა მელიას  უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ზალიან მნიშვნელოვანი და ყველა მოხალისეს, ვისაც აქვს სურვილი შემოუერთდეს ამ მსვლელობას, 1 საათზე უნდა მოვიდეს აქ, - ამბობს კირკიტაძე.