ანაკლიის პორტზე ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ - ღარიბაშვილი

04.03.21 12:38
ანაკლიის პორტზე  ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ - ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხდა.

მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ  მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს  კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ვალდებულებები. ჩვენ ავიღეთ პორტთან რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. სამწუხაროდ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება მათ ვერ შეძლეს 400 მილიონი დოლარის კაპიტალის მოძიება.ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სამსახური დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს - განაცხადა ღარიბაშვილმა.