ევროპა საქართველოს კარგავს - ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიმართავს

04.03.21 13:53
ევროპა საქართველოს კარგავს -  ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიმართავს

ევროპა საქართველოს კარგავს - ეს განცხადება ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე  ლეიტუვას სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა,  გააკეთა. პავილიონისი პირდაპირ მოუწოდებს  ამერიკის შეერთებულ შტატებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში.  სეიმის წევრი ამბობს, რომ შარლ მიშელის სტუმრობის შემდეგ დადებული 6-პუნქტიან პირობას ირაკლი ღარიბაშვილი არ ეთანხმება, რაც მისი განცახდებებით ირკვევა. ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ საქართველოში შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ენტონი ბლინკენი, უნდა ჩავიდეს.

გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი, ჩვენ შეცდომა დავუშვით,  პუტინს მოვუსმინეთ და ზოგიერთ ჩვენს ევროპელ  მეგობარს, რომელმაც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკარაინისთვის, ჩვენ ეხლა ამის ფასს ვიხდით.

გაკვეთილი რაც უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ უნდა ვიყოთ უფრო მკაცრები, საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი. დროა, დიდმა ვაშინგტონმა თქვას, დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდით ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ ვინც ახლა მთავრობაშია, ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავნოს. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  და ეს მანამდე უნდა მოხდეს, - აღნიშნავს პავილიონისი.

 

მსგავსი სიახლეები