,,ქართული ოცნება " შეცდომაში შეჰყავს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების სურვილს - შტეფან მაისტერი

04.03.21 15:16
,,ქართული ოცნება " შეცდომაში შეჰყავს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების სურვილს - შტეფან მაისტერი

,,ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს აკეთებს.

 არჩევნების შემდეგ მხოლოდ ივანიშვილის ერთგულმა ადამიანებმა მიიღეს გადამწყვეტი ფუნქციები მის პარტიასა და მთავრობაში. პრემიერ ღარიბაშვილს ორი მთავარი მახასიათებელი გააჩნია: აბსოლუტური ვასალური ერთგულება ივანიშვილისადმი და ინტერესი,  რომ ოპოზიციასთან არავითარი კომპრომისზე არ წავიდეს. ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, - ამბობს შტეფან მაისტერი. 

,,ჰაინრიხ ბიოლის ფონდის" ექსპერტი ექს-პრემიერ  გიორგი გახარიას მოქმედებებსაც აანალიზებს

თანამდებობიდან წასულმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მაღალი მოწონება დაიმსახურა, რადგან კარგად გაართვა თავი პანდემიას გაზაფხულზე და შეეცადა, ეკონომიკური მაჩვენებელი გაეძლიერებინა.  როდესაც მან აჩვენა გარკვეული დამოუკიდებლობა პარტიული ხაზისგან და ივანიშვილისგან, წინააღმდეგობა გაუწია ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას, მოუწია თანამდებობიდან გადადგომა. ჩვენ ეს წლების განმავლობაში ვნახეთ: როგორც კი პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრი პარტიის დამფუძნებლისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს, მან უნდა დატოვოს ძალაუფლება.

შტეფან მაისტერს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროპისგან დახმარება სჭირდება

საქართველოსთვის, რომელიც ჯერ-ჯერობით ყველაზე მკაცრად ტრანსატლანტიკური ქვეყანაა რეგიონში, ძალაუფლების ცვლა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების არარსებობა სულ უფრო დეზორიენტირდება.  არაფორმალური სტრუქტურების ზრდასა და კორუფციასთან ერთად  ქვეყანამ შესაძლოა, გააგრძელოს გადახვევა დემოკრატიული გზიდან, ამიტომაც საქართველოს ევროკავშირისგან სჭირდება დახმარება ისეთ ფუნდამენტალურ საკითხებში,  როგორიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური ინვესტიციები