მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს - გიგა ბოკერია

04.03.21 17:54
მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ პლებისციტს კომპრომისულ ვარიანტად განიხილავს და რომ პლებისციტს აუცილებლად მოჰყვება არჩევნები და ივანიშვილის მარცხი. 

,,ევროპული საქართველოს“ და ყველა პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ეკითხებიან, სურთ თუ არა ახალი არჩევნები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმები  გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებებში შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.

 ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ შეეგუოს მარცხს არჩევნებში, - თქვა ბოკერიამ.

 ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა , რომ ოპოზიცია ივანიშვილს პლებისციტზე არ უნდა დათანხმდეს და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები