ჩამოყალიბდნენ, რასაც ითხოვენ, რა უნდათ - სოზარ სუბარი

04.03.21 18:25
ჩამოყალიბდნენ, რასაც ითხოვენ, რა უნდათ - სოზარ სუბარი

,,ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, რა სურს და საერთო აზრი არ გააჩნია.

მოლაპარაკების პროცესი მთლიანად არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, თვითონაც ვერ ყალიბდებიან ბოლო-ბოლო, რა არის მათი მოთხოვნა, გამოვა ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი არის მათთვის აბსოლუტურად მისაღები, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ამას ვინც ამბობს, არის მოღალატე და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული აზრი. ჩამოყალიბდნენ, რას ითხოვენ. თუ ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე, უკეთესი შემოთავაზება, რაც არის საგამოძიებო კომისია, არ არსებობს. ამის შემდეგ დავხსდეთ და ვილაპარაკოთ. შემოდგომაზე არის ადგილობრივი არჩევნები და გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა, - ამბობს სოზარ სუბარი.

 ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ  ოპოზიციამ მოთხოვნა შეცვალა და ვადამდელი არჩევნების ნაცვლად პლებისციტი მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები