მოლაპარაკებებში სააკაშვილი ჩვენი პარტნიორი არ ყოფილა , - ბადრი ჯაფარიძე

04.03.21 18:49
მოლაპარაკებებში სააკაშვილი ჩვენი პარტნიორი არ ყოფილა , - ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას აფიქსირებს. ,, ლელო საქართველოსთვის"  ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ პლებისციტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა პრიორიტეტად ადგილობრივ არჩევნებს მიიჩნევს.

,,ლელოს" პოზიცია გაცხადებული იყო საჯაროდ და არ იცვლება, ჩვენ გვინდა შეთანხმება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ კომპრომისის სახით მხარს ვუჭერთ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან ერთად პლებისციტს, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, აბსოლუტურად ცივილური და დემოკრატიული. - აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

 

რაც შეეხება პლებისციტის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებში მისი პარტნიორი არ ყოფილა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს განაცხადა, რომ პლებისციტის მომხრე პოლიტიკური პარტიები  ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები