ე.წ. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები - ერგნეთის შეხვედრები დღეს განახლდება

05.03.21 11:23
ე.წ. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები - ერგნეთის შეხვედრები დღეს განახლდება

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები და ე.წ. ბორდერიზაცია - ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის შეხვედრები განახლდება. ქართული მხარე დღეს ოკუპანტების ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხება ოკიპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო წვრთნებს და მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისათვის საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება. აქედან სამს ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის 33 წლის ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. მოსამართლემ პატიმრობა 12 წლითა და 6 თვით შეუფარდა.

გახელაძეების ოჯახი იმედს იტოვებს, რომ შეხვედრამ შესაძლოა შედეგი გამოიღოს და ზაზა გახელაძე პატიმროდან გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ოჯახის დიდი მოლოდინი არის, რომ დაგვიბრუნდება დღეს მაინც. დაპირებებს შეგვისრულებენ დღეს. იქნება ამ პირდაპირი შეხვედრებით მოხდეს მიღწევა, მოლაპარაკება გათავისუფლების, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

მსგავსი სიახლეები