სოზარ სუბარს შს მინისტრისგან აინტერესებს მოიმატა თუ არა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა

05.03.21 11:46
სოზარ სუბარს შს მინისტრისგან აინტერესებს მოიმატა თუ არა პანდემიის დროს  ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა

"ქართული ოცნების" დეპუტატს სოზარ სუბარს შინაგან საქმეთა მინისტრისთან კითხვები ოჯახში ძალადობის საკითხებზე აქვს.  

კითხვები შშს-სთან ყოველთვის ბევრია, მათ შორის ძალიან საინტერესოა მთელ მსოფლიოში მოიმატა პანდემიის პირობებში ისეთმა დანაშაულმა, როგორიც არის  ოჯახური ძალადობა, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, რა იგეგმება რეფორმების თვალსაზრისით შსს-ში, - ამბობს სუბარი.

სოზარ სუბარს კიდევ ერთი საკითხი აწუხებს, რომელიც შსს-ს უკავშირდება. მისი აზრით, პოლიციელებზე ძალადობა ხდება და მოუწოდებს  ოპოზიციას და საზოგადოებას, რომ  არ იძალადონ პოლიციელებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატში 12:00 საათზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები