კითხვას არ დავსვამ, ვხედავთ გომელაურის წარმატებულ მუშაობას - მამუკა მდინარაძე

05.03.21 13:29
კითხვას არ დავსვამ, ვხედავთ გომელაურის წარმატებულ მუშაობას - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პლენარულ სხდომაზე კითხვების დასმას არ აპირებს. მდინარაძის განმარტებით, გომელაურთან კოორდინირებული მუშაობა აქვს და ფიქრობს, რომ ის წარმატებული მინისტრი და კარგი პოლიტიკოსია.

მე პირადად კითხვას არ დავსვამ, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი, რაც შეეხება მის ფუნქციას ცალკე აღებულს, ჩვენ ვხედავთ წარმატებულ მუშაობას და თითოეული პოლიციელის თავდადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს, რომ საზოგადოების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი - ამბობს მამუკა მდინარაძე.

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს ამ წუთებში უსმენენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები