ფრიდონ ინჯია გომელაურს სთხოვს ჩქაროსნულ მაგიტრალზე სიჩქარის შეზღუდვა 110-დან 130 კმ-მდე გაიზარდოს

05.03.21 14:14
ფრიდონ ინჯია გომელაურს სთხოვს ჩქაროსნულ მაგიტრალზე სიჩქარის შეზღუდვა 110-დან 130 კმ-მდე გაიზარდოს

პარალმენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაურს კითხვა-პასუხის ფორმატში დეპუტატმა "ევროპული სოციალისტების" წარმომადგენელმა  ფრიდონ ინჯიამ მიმართა. 

ერთ-ერთი ეხებოდა რეკომენდაციას, რომ ჩქაროსნულ მაგიტრალზე სიჩქარის შეზღუდვა 110 კმ/სთ-დან 130-მდე გაიზარდოს.

საცობებმა წაიღო საქართველო, არ ჩანს გამოსავალი, განსაკუთრებით ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ  იქ სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა რაც არის 110 კმ/სთ-ში გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე- მიმართა ინჯიამ გომელაურს.

შს მინისტრთან შეხვედრა ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.