არ მაქვს კითხვა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ - წულუკიანი გომელაურს

05.03.21 14:42
არ მაქვს კითხვა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ - წულუკიანი გომელაურს

"ქართული ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრ გომელაურს მადლობა გადაუხადა. წულუკიანს ძალოვანი უწყების მიმართ შეკითხვები არ აქვს. 

ბატონო ვახტანგ, მე არ მაქვს კითხვა, მე მინდა საჯაროდ  ვისარგებლო ამ შემთხვევით და, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, თქვენი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილას და მითქვამს, არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად ამ მაღალი სტანდარტით, ალბათ, ვერ შევძლებდი, ჩვენ ერთადაც გვიმუშავია, ვციი რომ თქვენ ძალ-ღონეს არ იშურებთ რომ პოლიცია იყოს თავის სიმაღლეზე, - თქვა წულუკიანმა.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.