ბატონო მინისტრო, გადით "ბალკონზე", მოისმენთ შეურაცხყოფებს - დავით ზილფიმიანი

05.03.21 14:59
ბატონო მინისტრო, გადით "ბალკონზე", მოისმენთ შეურაცხყოფებს - დავით ზილფიმიანი

დეპუტატმა  დავით ზილფიმიანმა შს მინისტრს პარლამენტის შენობის აივანზე გასვლა შესთავაზა. ზილფიმიანმა  უკმაყოფილება გამოხატა იმ პროტესტსა და შეძახილებთან დაკავშირებით, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე დიდი ხანია ისმის.

მეგობრებო, აი, ახლა, ყველამ შეგვიძლია ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ნებისმიერი ჩვენთანაგანი, ეს შეიძლება იყოს ოპოზიცია საპარლამენტო, შეიძლება იყოს პარლამენტის მომსახურე პერსონალი. ბატონო მინისტრო,  გადით ერთი წუთით „ბალკონზე“ , მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, სხვა და სხვა შეძახილებს, პროვოკაციებს. მოკლედ, ეს არის პროვოკაცია, რომ უპასუხო.

ზილფიმიანის თქმით, ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ, თავად არიან „მონები“. დეპუტატი ასევე, დაინტერესდა როგორ უყურებს ვახტანგ გომელაური აღნიშნულ საკითხს.  

რაც შეეხება შეძახილებს მონობასთან დაკავშირებით, გასაგებია, ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებსაც ასრულებს და მითუმეტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ  ესენი ყველანი და  ფულსაც მათგან იღებენ, ამიტომ „მონები“ შეუძლიათ სხვაგან მოიკითხონ. მე ძალიან მიკვირს, რომ მანქანები პოლიციისა დგანან მათგან სამ მეტრში და არც არაფერი. მე არ ვითხოვ დასჯას, სწორად გამიგეთ, მე როგორც პატრიოტს და როპგორც ამ ქვეყნის მინისტრს გეკითხებით, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას?