ეკონომიკის გაკვეთილებს გვიტარებ? - ნამახვანჰესის თემაზე მინისტრებთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

05.03.21 15:28
ეკონომიკის გაკვეთილებს გვიტარებ? - ნამახვანჰესის თემაზე მინისტრებთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

ცაგერის კულტურის სახლში ნამახვან ჰესის მსენებლობის თემაზე მინისტრებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს. შეხვედრის რამდენიმე მონაწილე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დაუპირისპირდა. აქტივისტები კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო  დარაბზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ამათ ყურები დახშული აქვთ, რა ხმა უნდა მიაწვდინო ეკონომიკის გაკვეთილების ჩასატარებლად ჩამოვიდნენ აქ. ხეობაში არ მოდიან და ხალხის გაჭირვება არ აინტერესებთ, არაფერი არ უთქვამთ შეხვედრაზე ხელშესახები და საერთოდ პრობლემისთვის არ არიან ჩამოსულები, გაიმართა შეხვედრა შეხვედრისთვის - ამბობს ადგილობრივი. 

მინისტრებთან შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.  მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მაგივრად სკოლისა და ბაღის მასწავლებლები მიიყვანეს.  აქტივისტებს და "რიონის მცველებს" დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, თუმცა ნათია თურნავამ თქვა, რომ მათ აუცლებლად შეხვდება.