ბადრი ესებუას დღეს თუ არა, ხვალ დავაკავებთ - შს მინისტრი

05.03.21 16:43
ბადრი ესებუას დღეს თუ არა, ხვალ დავაკავებთ - შს მინისტრი

შს მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში ბადრი ესებუას თემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია "მსოფლიო სტანდარტის“ შესაბამისად ჩაატარა. მისი განმარტებით, მთავარია, რომ ოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ესებუას თემაზე... მანდ იყო ორი მოცემულობა. ან უნდა შევსულიყავით დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება დაღუპულიყვნენ ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, არის სამი ვარიანტი, ეს , ეს, ეს...ეს არის მსოფლიო სტანდარტი. ეს არ არის არც გომელაურის მოგონილი, არც ღარიბაშვილის, არც გოგა მღებრიშვილის, ეს არის ამერიკული სტანდარტი. არავითარი სისხლისღვრა, ეს არის თემა, რომ სისხლი არ დაიღვაროს...ვეცადეთ დაკავებას, რა თქმა უნდა, როგორ არ ვეცადეთ?გავუშვით და „წადი, აბა, მშვიდობაში მოიხმარე“, ასე ხომ არ გავუშვებდით?

მოხდა თემა, რომ ჩვენმა თანამშრომელმა გარისკა თავისი სიცოცხლე, ჩაუჯდა მანქანაში და შეგვეძლო იმასთან ერთად ჩაგვეტარებინა ოპერაცია, იმასთან ერთად სამი მოქალაქე იჯდა კიდევ, თუმცა მათი სიცოხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, გახსნილი ხელყუმბარით იჯდა მანქანაში. ჩავთვალე, რომ არ დამეწყო შტურმი, ეგეც არ გავრისკე. მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება, - განაცხადა გომელაურმა.