დაახლოებით 200 პოლიციელი იყო, ხალხი ბევრად მეტი დაგვხვდა - გომელაური მელიას დაკავებაზე

05.03.21 16:55
დაახლოებით 200 პოლიციელი იყო, ხალხი ბევრად მეტი დაგვხვდა - გომელაური მელიას დაკავებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ნიკა მელიას დასაკავებლად 200 პოლიციელი იყო მისული, თუმცა პარტიაში ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტი დახვდათ. გომელაური ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დასაკავებლად პროპორციული ძალა გამოიყენეს. 

 დაზღვევის კუთხით, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი, იქ იყო როგორც მაშველები შესულები, გარეთ ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, კრიმინალური პოლიციაც, ისინი შიგნით არ შესულან, ასევე, სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. ამას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ბევრი მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ შიგნით, შესული პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე შიგნით ხალხი იყო ვინც დაგვხვდა, - თქვა გომელაურმა.

 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.