ჩავარდნა და ვაქცინის არმიღება ხელისუფლების უპასუხისმგებლობაა - ანა ნაცვლიშვილი

05.03.21 18:49
ჩავარდნა და ვაქცინის არმიღება ხელისუფლების უპასუხისმგებლობაა - ანა ნაცვლიშვილი

,,ლელოს"  ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, 5 საჯარო უწყებას მიმართა კითხვით, ვინ რა გაააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში კოვიდ 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოსულიყო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,ლელოს" უპასუხეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინის მისაღებად 44 საერთაშორისო ზარი განახორციელა, თუმცა, უშედეგოდ. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტმა შექმნა  კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. მთავრობის ადმინისტრაციამ ნაცვლიშვილი გადაამისამართა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს. 

მთავრობის ადმინისტრაცია და სამთავრობო გუნდი მთლიანად ამ საკითხს ანდობს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ თავს ვერ აბამს პრობლემის მოგვარებას, მთავრობას კი ამაზე წუხილი არა აქვს, იგივე სიტუაცია გვაქვს პარლამენტში. ეს ჩავარდნა და ვაქცინის ვერმიღება თანაბრად არის უკვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობა. ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიც კი არ მოუწოდებია. - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები