"მანქანაში შეუვარდნენ" - ანიტა რაჭველიშვილი ინციდენტს იხსენებს, რომელიც ბერაზე დაწერილ სტატუსს მოჰყვა

07.03.21 16:09
"მანქანაში შეუვარდნენ" - ანიტა რაჭველიშვილი ინციდენტს იხსენებს, რომელიც ბერაზე დაწერილ სტატუსს მოჰყვა

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იხსენებს, რომ ბერა ივანიშვილზე მის მიერ დაწერილს კრიტიკულ სტატუსს ინციდენტი მოჰყვა. ტვ პირველთან ინტერვიუში რაჭველიშვილი ამბობს, რომ სტატუსის გამო მის მულს მარიამ მაისურაძეს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

სტატუსის დაწერიდან ზუსტად მეორე დღეს, ჩემი მული მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა, ელოდებოდა წითელზე და ამ დროს შეუვარდა ვიღაცა ბიჭი დაუწყო ყვირილი, იგინებოდა, აშინებდა, იქვე იდგა პატრულის ეკიპაჟი, რომელმაც დაინახა რაც ხდებოდა და წავიდნენ ადგილიდან - ამბობს რაჭველიშვილი

ქართველი მეცო-სპორანო ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართეს, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.