"როგორ გაბედე დაწერაო" - ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ

07.03.21 21:00
"როგორ გაბედე დაწერაო" - ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ

სანდრო სულაქველიძე ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვერპლია, ის ოლიგარქის ვაჟის შავ სიაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო მოხვდა.

სულაქველიძე ამბობს, რომ მასთან 2013 წელს 4 პოლიციელი და რეპერი "ჯერონიმო" მივიდნენ, ისინი პოსტის წაშლასა და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

"ჯიდიესის" რაღაც გადაცემა იყო მუსიკალური, მანდ მივყევი მეგობარს. პროდიუსერმა სთხოვა ჩემს მეგობარს რამე ცუდი თქვი უგულავაზეო. სახლში რომ მივედი დავწერე სტატუსი რა წესია რომ მუსიკალურ გადაცემაში პოლიტიკას რევთ-მეთქი. 2 კვირის მერე დამირეკეს დაფარული ნომრიდან როგორ გაბედე ეგეთი რამის დაწერაო - იხსენებს სულაქველიძე

ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს.საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.