"ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ" - ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე

07.03.21 22:00
"ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ" - ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს. სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ის წლების განმავლობაში ბერას "სადამსჯელო რაზმის" მეთაური იყო და დავალებებს პირადად ასრულებდა, თუმცა ჩუბინიძე ამ ფაქტს უარყოფს.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება - ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების" ბერას კრიტიკის შემდეგ ჩემს მულს ვიღაც ბიჭი მანქანაში შეუვარდა და აშინებდა - თქვა ჩუბინიძემ.

 ტვ პირველის ეთერში, 6 მარტს გასული ჩანაწერი, ასევე ბერა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის  საუბრის ეპიზოდებს შეიცვას, სადაც ისინი სადამსჯელო ოპერაციებს განიხილავენ. "ქართული ოცნება" ამ დრომდე ვრცელ განმარტებას არ აკეთებს. მათი თქმით, ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, რა დროსაც ბერა არასრულწლოვანი იყო.