ვასილ მაღლაფერიძე "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

08.03.21 10:25
ვასილ მაღლაფერიძე "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ, - წერს მაღლაფერიძე 

ვასილ მაღლაფერიძე პარტიის ყრილობაზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილედ მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცეს.

მსგავსი სიახლეები