"როგორც ჩანს, იგრძნო დასასრული" - გუგავა მაღლაფერიძის წასვლაზე

08.03.21 11:10
"როგორც ჩანს, იგრძნო დასასრული" - გუგავა მაღლაფერიძის წასვლაზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ვასილ მაღლაფერიძის  "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა იმით არის განპირობებული, რომ მაღლაფერიძემ დასასრული იგრძნო. 

ყნოსვა ყოველთვის კარგი ჰქონდა ვასიკო მაღლაფერიძეს და როგორც ჩანს იგრძნო მოახლოებილი დასასრული და როგორც სჩვევიათ ესეთ პერსონაჟებს გადახტა გემიდან და ბევრი მიყვება მას აუცილებლად, - თქვა გუგავამ. 

მაღლაფერიძემ თანამდებობიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.