მაღლაფერიძეს შესაძლებელია, არ უნდოდა ფსკერისკენ წასვლა და რაღაც მიზეზი მოიგონა - დეკანოიძე

08.03.21 11:10
მაღლაფერიძეს შესაძლებელია, არ უნდოდა ფსკერისკენ წასვლა და რაღაც მიზეზი მოიგონა - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, არ სჯერა, რომ ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წავიდა. დეკანოიძე აღნისნულ ფაქტს პარტიის რღვევის პროცესს უკავშირებს.

როდესაც გემი იძირება, ბევრი ადამიანი ხტება-ხოლმე და შეიძლება, ამასაც დავუკავშიროთ. არ მაქვს ინფორმაცია მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ერთადერთი შემიძლია, ვთქვა ის, რომ როცა  მნიშვნელოვანი ძვრები ხდება მმართველ პარტიაში, რომელიც ფსკერისკენ მიდის, ადვილი შესაძლებელია, რომ ბატონ ვასილს არ უნდოდეს ფსკერისკენ წასვლა და რაღაც მიზეზი მოიგონოს. მე არ მჯერა, რომ მაღლაფერიძის თანამდებობა დიდი ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს - ამბობს დეკანოიძე.

ვასილ მაღლაფერიძეს ბოლო პერიოდში ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. თანამდებობიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.