მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდნენ - ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვერპლი

08.03.21 11:22
 მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდნენ - ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვერპლი

მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდნენ, ამბობს ბერას მორიგი მსხვერპლი, თორნიკე ქარჩხავა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კამპანია აუგორეს და  ბოტები მიუგზავნეს.  ერთ-ერთი მთავარი პირი კი ამ კამპანიაში იყო დიტო სამხარაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტში მუშაობდა. 

ეს იყო 2019 წლის ნოემბერში, აქცია მიმდინარეობდა თბილისში და რაღაცა დავწერე ბერაზე და ბიძინაზე, იყო ცოტა უხამსი, შავი იუმორით, ეტყობა, ეს არ მოეწონათ. გაავრცელეს ჩემი ფოტო, მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდნენ. დიმიტრი სამხარაძე ავრცელებდა ჩემს ფოტოს და ქოქავდა რეგიონალურ სამსახურებს - ამბობს ქარჩხავა. 

 ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს. საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.